აკადემიის მისიაა პროფესიონალი კადრებისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოს საზოგადოებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური საპოლიციო კადრების მომზადება.
შსს აკადემიაში არსებული კვალიფიციური ინსტრუქტორები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას მსმენელებმა მაღალი ხარისხის თეორიული ცოდნის პარალელურად, შეიძინონ და გაიღრმავონ საპოლიციო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
აკადემია წარმოადგენს ერთადერთ საგანმანათლებლო უწყებას ქვეყნის მასშტაბით, რომელიც პასუხისმგებელია პოლიციელთა პროფესიულ მომზადებაზე. სასწავლო პროგრამების შემუშავებისას შსს აკადემია ეყრდნობა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს, ისე საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებსა და სამართალდამცავ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს.
შსს აკადემიის მიერ შემოთავაზებული კურსების მიზანია პოლიციელთა, როგორც საბაზისო მომზადება, ისე პერიოდული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.