სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

აკადემიის შესახებ / კურსდამთავრებულთა აკადემია / მე და აკადემია

შსს-ს აკადემიაში ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესოდ დატვირთული ორი წელიწადი გავატარე. ვცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში და პირველად ვგრძნობდი რა იყო სტუდენტობა, დამოუკიდებლობა, ამდენ უცხო ადამიანთანურთიერთობის დამყარება, რომელიც თავისთავად მოაქვს საერთი საცხოვრებლის ყოველდღიურობას.

სრულად

შსს-ს აკადემია გამოირჩევა სწავლების მეთოდთა მრავალფეროვნებით, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზს უწყობს ხელს. მიუხედავად, სამაგისტრო პროგრამის საკმაოდ ვიწრო სახელწოდებისა, აკადემიაში მივიღე მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა. ჩემი აზროვნება გახდა უფრო რაციონალური, ხოლო - ჩემ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უფრო პროდუქტიული.

სრულად

რა შემიძლია ვთქვა აკადემიაზე? ბევრი რამ... 2 წელი ბევრი არ არის, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ აქაური გარემო შეისისხლხორცო, შეიყვარო და არასოდეს დაივიწყო... ‘’ჰოლივუდურ‘’ ფილმებს ყველა ჩვენგანი უყურებს... და მეც ძალიან მინდოდა საქართველოში მესწავლა ისეთ უნივერსიტეტში, სადაც იქნებოდა გარდა თეორიული სწავლებისა , სხვა აქტივობები...

სრულად

შსს-ს აკადემიაში ორწლიანმა სწავლებამ საშუალება მომცა უფასოდ მიმეღო ის განათლება, რომელიც დამეხმარა, მომეპოვებინა მაგისტრის აკადემიური ხარისხი საპოლიციო რეგულირების სფეროში.

სრულად

ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდგომ, სწავლის გაგრძელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაში გადავწყვიტე. ვიცოდი, რთული იქნებოდა ჩაბარება, მაგრამ ეს უფრო მიმძაფრებდა მოტივაციას და ძალასაც მმატებდა. აკადემიაში მოსახვედრად დაახლოებით ათი გამოცდა ჩავაბარე. ყოველი გამოცდის შემდეგ მეგონა, მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდოდი, თუმცა შევძელი და 2014 წელს შსს-ს აკადემიის პირველი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი გავხდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიაში სწავლის 2 წელი იყო ყველაზე საინტერესო და „არაჩვეულებრივი“ პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.

სრულად

როცა გავიგე, რომ შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩავირიცხე, პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა. პროგრამაზე ჩარიცხვამ შემმატა თავდაჯერებულობა, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა გაიარა რთული და მრავალეტაპიანი შიდა მისაღები გამოცდა. მქონდა რა თავიდანვე გააზრებული, რომ აკადემია იძლეოდა პიროვნული და პროფესიული განვითარების დიდ შანსს, მოტივირებული ვიყავი, რომ მაქსიმალურად გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა.

სრულად

2014 წელს საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე გამეგრძელებინა. ჩემთვის ცნობილი გახდა , რომ ამავე წელს შსს-ს აკადემიაში შეიქმნა საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე მომზადება აღნიშნულ პროგრამაზე მოსახვედრად.

სრულად

აკადემიაში სწავლის გაგრძელება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. აქ ვისწავლე, რა არის დისციპლინა, რას ნიშნავს იყო ერთი დიდი, ძლიერი გუნდის წევრი, იშრომო მათთან ერთად და შენი წვლილი შეიტანო საერთო საქმეში. შევიძინე ბევრი ერთგული მეგობარი, მივიღე არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნაც, რომელსაც დღეს აქტიურად ვიყენებ, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სრულად

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვარ შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, მაგისტრი პროგრამისა, რომლის ფარგლებშიც მომეცა უნიკალური შესაძლებლობა სრულიად უფასოდ, სწავლების ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის თავდაუზოგავი შრომითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის ხელშეწყობით, შემესწავლა ქართული უმაღლესი განათლების ბაზარზე ანალოგიის არმქონე საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა საპოლიციო რეგულირების სფეროში.

სრულად

შსს-ს აკადემია - ადგილი, სადაც გეძლევა შესაძლებლობა გახდე საუკეთესო საუკეთესოთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამის მიღწევა არ არის ადვილი აკადემიაში არსებული როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი დატვირთვიდან და დღის რეჟიმიდან გამომდინარე, შედეგი მოლოდინს ამართლებს - ხვდები შსს-ს რიგებში, იქ, სადაც საკუთარ თავს ხედავ, სამინისტროს ხელმძღვანელობა კი ამაში, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გიწყობს ხელს. დამერწმუნეთ, მსგავსი თანადგომა, ხელშეწყობა და დაფასება იშვიათია საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში.

სრულად

საქართველოს შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა არის ის უმთავრესი ფუნდამენტი, რომელმაც მე აღმჭურვა იმ სათანადო უნარებითა და ცოდნით, რომელიც დღეს, როგორც პოლიციელს მეხმარება საპოლიციო ფუნქციების კვალიფიციურად განხორციელებაში.

სრულად

შსს-ს აკადემიაში ჩაბარების დღიდან მივხვდი, რომ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე მიჩვეული თავისუფლება დისციპლინამ ჩაანაცვლა. ჩემთვის უცხო და ახალი იყო ყველაფერი, რაც აქ გამოვცადე. შსს-ს აკადემიაში სწავლის ორმა წელმა დინამიურად, საინტერესოდ და საკმაოდ დაძაბულად გაიარა. ყოველი დღე იყო ახალი გამოცდა, რომელიც დღის ბოლოს ღირებულ ცოდნასა და გამოცდილებას უტოვებდა თითოეულ ჩვენგანს. შსს-ს აკადემიის კედლებში შევიძინე არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ გამოვიმუშავე ძალიან ბევრი ღირებული თვისება.

სრულად

ჩემთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის:

ხარისხიანი განათლების მიღებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის, ძალოვან სტრუქტურაში დასაქმების რეალური პერსპექტივის მქონე საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო დაწესებულება. აკადემიის ბაზაზე ორწლიანი სწავლების პროცესი ხელს უწყობს სტუდენტთა პიროვნულ და პროფესიულ ზრდა-განვითარებას.

სრულად

ჩვენი სამშობლო, საქართველო აწარმოებს ბრძოლას ორი მიმართულებით, გარეშე მტრების წინააღმდეგ და ქვეყნის შიგნით სამართლიანობის, კანონიერების, წესრიგისა და კეთილდღეობის დასამყარებლად.

სრულად

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა მაგისტრატურაზე გამეგრძელებინა. აღნიშნულ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა ახალი სამაგისტრო პროგრამა - „საპოლიციო რეგულირების სამართალი“ - რომელსაც პრეცედენტი არ ჰქონდა. სხვა უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებისგან განსხვავებით, შსს-ს აკადემიაში ჩაბარებას დიდი უპირატესობა ჰქონდა. კერძოდ, სწავლა იყო უფასო, პროგრამაში გაერთიანებული იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ – რეალური დასაქმება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სრულად

ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი პოლიციელი და მემსახურა შსს-ს ორგანოებში. ახალი, უნიკალური საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა საპოლიციო რეგულირების სფეროში კი ჩემს მიზნებს ხორცს შეასხამდა.

სრულად

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღეს აკადემიის კურსდამთავრებული მქვია და შესაძლებლობა მაქვს გამოვხატო მადლიერება იმ ადამიანების მიმართ ვინც, ზუსტად 2 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავით.

სრულად

შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შევისწავლე როგორც სამართალდამცავ ორგანოებთან, ისე სპეცსამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. გავიარე სპეციალური საგნები, რომელთა შესწავლამ საშუალება მომცა უფრო მეტი ცოდნა შემეძინა ამ მიმართულებით.

სრულად

აკადემიაში გატარებული 2 წელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ის პერიოდი, რომელმაც მომცა ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობა გამომემუშავებინა ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც სამომავლო საქმიანობაში გამომადგება და რაც ყველაზე მნიშნველოვანია - შემძინა მეგობრები, ჩემი მომავალი კოლეგები.

სრულად

2014 წელს, ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილი მქონდა, სწავლა გამეგრძელებინა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სწორედ ამ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამოცხადდა კონკურსი საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა, საქართველოში არსებულ სხვა სამაგისტრო პროგრამებთან შედარებით, საკმაოდ ნოვატორული და პერსპექტიული იყო. ჩემი დიდი სურვილი, მემუშავა შსს-ს რიგებში და მემსახურა სამშობლოსთვის, აღნიშნულმა სამაგისტრო პროგრამამ კიდევ უფრო გაამყარა.

სრულად

აკადემია ჩემთვის ის ადგილია, სადაც გავიღრმავე ცოდნა, მივიღე გამოცდილება, მივეჩვიე წესრიგს, შევიძინე მეგობრები და გადავდგი სერიოზული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი აზროვნებისკენ.

სრულად

სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე, რადგან ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე სწავლისას მინდოდა დავსაქმებულიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სრულად

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტს აქვს ყველაზე კარგი შანსი, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება, რაც უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებასა და შემდგომ მოღვაწეობაში გამოადგება.

სრულად

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის ადგილი, რომელიც ბევრ ემოციას აღმიძრავს.

სრულად

2014 წელს, როდესაც გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება მაგისტრატურის მიმართულებით, ჩემთვის სასურველი და ინოვაციური აღნოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გამოცხადებული სამაგისტრო პროგრამა. მინდა აღვნიშნო, რომ საპოლიციო საქმიანობა ჩემი დაინტერესების სფეროს მანამდეც წარმოადგენდა, რადგან მსურდა მქონოდა საინტერესო, აქტიური სამსახური და ვმდგარიყავი საკუთარი ქვეყნის სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია აღმოჩნდა ერთადერთი სასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევდა სრულიად უფასოდ დაუფლებოდა პროფესიას, ხოლო შემდგომ დასაქმებულიყო ამავე უწყებაში.

სრულად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საპოლიციო რეგულირების სამაგისტრო პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ანალოგი არ ჰყავს. სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, აღნიშნული პროგრამა საშუალებას გვაძლევს გავიღრმავოთ თეორიული ცოდნა და შევძლოთ უკვე ნასწავლის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება.

სრულად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ყველა სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისგან განსხვავებულ სასწავლო პროგრამას გვთავაზობს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იურიდიული განათლების მქონე პირებისთვის, ორი სასწავლო წლის განმავლობაში გაიღრმავონ ცოდნა სამართლებრივ მეცნიერებაში, ამასთანავე, დაეუფლონ აუცილებელ დისციპლინებს, გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელთა მიღება სამართალდამცავ ორგანოებში ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მიიღწევა.

სრულად

აკადემიაში სწავლის ორი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა ოცდაცხრამეტივე პირველკურსელისთვის. სამაგიტრო პროგრამის პირველი სტუდენტობის სტატუსიც განსაკუთრებულ ვალდებულებებს გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს. პროგრამამ, რომლის ანალოგი არ არსებობს საქართველოში, გამოგვიმუშავა და განგვივითარა ის უნარები, რომლებიც აუცილებელია როგორც პიროვნულ, ისე სამსახურებრივ ასპარეზზე: დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, გუნდურობა და რაც მთავარია, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

სრულად

შსს-ს აკადემიამ შესაძლებლობა მომცა მიმეღო ის განათლება, რომელიც სწავლების ინოვაციურ მეთოდებზეა დაფუძნებული როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული კუთხით.

სრულად

შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამამ საშუალება მომცა, გამეღრმავებინა პროფესიული ცოდნა და უნარები, რომლებიც მუდმივად გამიწევენ დახმარებას კარიერულ წინსვლაში.

სრულად

შსს-ს აკადემიაში სწავლის პერიოდიდან ბევრი პოზიტიური მოგონება დამრჩა, მათგან გამოვარჩევდი ცურვის სწავლას.

სრულად

აკადემია ჩემს ცხოვრებაში წარუშლელ მოგონებად და გაკვეთილად დარჩება. ამ ორი წლის განმავლობაში აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. აკადემიის სამაგისტრო კურსი, სხვა სასწავლო დაწესებულებების სამაგისტრო კურსებისგან განსხვავებით, საკმაოდ ინტენსიური და დატვირთულია. მისი სპეციფიკურობა აგრეთვე იმაშიც გამოიხატება, რომ პროგრამის ფარგლებში ვისწავლეთ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, გავიარეთ ფიზიკური მომზადების კურსები.

სრულად

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, კერძოდ: აკადემიაში სწავლება ხორციელდება უფასოდ; ლექციებს კითხულობენ პედაგოგები, რომლებსაც აქვთ როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული გამოცდილება; სასწავლო პროგრამაში თეორიულთან ერთად გათვალისწინებულია პრაქტიკული ნაწილიც;

სრულად

ჩემთვის შსს-ს აკადემია იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, ვფიქრობ, წარმატებით გავართვი თავი. ორწლიანი სწავლების პერიოდში ბევრი, ჩემთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობა აღმოვაჩინე საკუთარ თავში.

სრულად

განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა მეუფლება, როცა თვალს გადავავლებ და გავიხსენებ აკადემიაში გატარებულ ცვლილებებით და სიახლეებით აღსავსე ორ წელს, რომელმაც დარწმუნებული ვარ ძირეულად შეცვალა აკადემიის თითოეული მაგისტრის პროფესიული თვალსაწიერი და (სამომავლო) განვითარების გეგმები, რომელიც უკავშირდება საქართველოს შინანგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამსახურს, ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად.

სრულად

შსს-ს აკადემია გამოირჩევა სწავლების ინოვაციური მეთოდებით. აკადემიაში სწავლის პერიოდში ხდები დისციპლინირებული. სამაგისტრო პროგრამის გავლის შემთხვევაში, სტუდენტი ყველაზე ახლოს დგას იმ პრაქტიკასთან, რაც შემდგომში, შესაბამის სტრუქტურაში დასაქმებისას, მას რამდენიმე ნაბიჯით წინ წასწევს.

სრულად

ჩემთვის შსს-ს აკადემია პირველ რიგში ასოცირდება მაღალი ხარისხის განათლებასთან, დისციპლინასთან, სამშობლოს სიყვარულთან. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ დავისახე მიზანი - გარკვეული წვლილი შემეტანა ჩემი ქვეყნის განვითარებაში და ამისათვის ვიპოვე საუკეთესო გზა, ... ჩავაბარე შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე.

სრულად

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია