სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

აკადემიის შესახებ / ისტორია

აკადემიის ისტორია

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო. მისი დაარსება მე-20 საუკუნის ოციან წლებს უკავშირდება.

  • დღეს შსს-ს აკადემია უმაღლესი და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მომავალი პოლიციელებისთვის ხორციელდება საპოლიციო საბაზისო სასწავლო პროგრამები, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლებისთვის - კვალიფიკაციის ამაღლების, დაწინაურებისა და გადამზადების კურსები. გარდა პროფესიული მიმართულებებისა, აკადემიაში ფუნქციონირებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, სამართლის საბაკალავრო და საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამები საპოლიციო რეგულირების სფეროში. აღნიშნული პროგრამების მიზანია საპოლიციო განათლებაში უმაღლესი განათლების სტანდარტის დამკვიდრება და აკადემიური განათლების, მაღალი სამართლებრივი შეგნების მქონე კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება.
  • შს მინისტრის ინიციატივით, 2016 წელს აკადემიაში დაინერგა დისტანციური სწავლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. დაარსდა კურსდამთავრებულთა საზოგადოება, სადაც 2016 წლის პირველი გამოშვების 39 მაგისტრია გაწევრიანებული.
  • 2012 წლის 1 ივნისს აკადემიის დაქვემდებარებაში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი. შსს-ს არქივი აერთიანებს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს.
  • 2006 წლის 15 მარტს შსს-ს აკადემიის შემადგენლობაში შევიდა სპეციალური მომზადების ცენტრი.
  • 2004 წლიდან შსს-ს აკადემიაში გატარებული რეფორმების შედეგად, ძირეულად შეიცვალა და განახლდა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, აკადემია აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით. ტერიტორიაზე აშენდა მრავალი ნაგებობა, დაინერგა თანამედროვე, ინტერაქტიული სწავლების მეთოდოლოგია. სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის ხორციელდება აკადემიის ინსტრუქტორების მივლინება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
  • 1994 წელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მილიციის უმაღლესი სკოლა შსს-ს აკადემიად გარდაიქმნა.
  • 1978 წლიდან თბილისის მილიციის სკოლას უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი მიენიჭა და მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის შემადგენლობაში შევიდა. მისაღები გამოცდები მხოლოდ რუსულ ენაზე ტარდებოდა. მილიციის სკოლისათვის თბილისში, გლდანის რაიონში ახლად აშენებული შენობა გამოიყო. სწავლის დასრულებისთანავე მსმენელებს მილიციის ლეიტენანტის სპეციალური წოდება ენიჭებოდათ და სამართალმცოდნის კვალიფიკაცია ეძლეოდათ. 1988 წლიდან მისაღები გამოცდების სიას დაემატა ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკური მომზადება და შეიქმნა სპორტული დახელოვნების განყოფილება.
  • 1941 წლის იანვრიდან მილიციის უფროსი შემადგენლობის სკოლას სსრკ შს სახალხო კომისარიატის თბილისის მილიციის სკოლის სახელი მიენიჭა. 1941 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში კურსანტებსა და მსმენელებს შორის პირველად ვხვდებით ქალთა შემადგენლობას.
  • 1930 წელს მილიციის უფროსი შემადგენლობის სკოლას შეეცვალა სტრუქტურა და მის ბაზაზე რიგითი პოლიციელების მომზადებას ჩაეყარა საფუძველი.
  • 1925 წლის 15 მაისს შეიქმნა მილიციის უფროსთა შემადგენლობის სკოლა, რომელშიც სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი, საერთო განათლებისა და პოლიტიკურ საკითხებში საჭირო ცოდნამიღებული, 21 წელს მიღწეული მამაკაცები ირიცხებოდნენ.

    1925 წლის 1 ოქტომბრიდან მოსამზადებელი კურსები მილიციის უფროსი შემადგენლობის ორწლიან სკოლად გადაკეთდა. პირველი კონტინგენტი სულ 51 კურსანტს ითვლიდა. ისწავლებოდა 26 საგანი: კონსტიტუცია, მიწის, ტყისა და შრომის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართლის ტექნიკა, სისხლის სამართლის ტაქტიკა, საქმის წესისა და მოკვლევის წარმოება, შიდა სამსახურის საგარნიზონო და სამწყობრო წესდება, ტოპოგრაფია, სამართლის მედიცინა, სანიტარია, სასწრაფო დახმარება, ქართული, არითმეტიკა, პარტისტორია, ლენინიზმი და სხვა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია