სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

აკადემიის შესახებ / რექტორი

გივი მიქანაძე

შსს-ს აკადემიის რექტორი

დაბადების თარიღი: 20 მაისი, 1977 წ.

დაბადების ადგილი:ქ.თბილისი

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი ვაჟი


  • 2013 წლიდან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის (ნიდერლანდები) დოქტორანტი, სადისერტაციო თემა „პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა საქართველოში";
  • 2008–2009 ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), იურიდიული სკოლა, ევროკავშირის სამართალი, სამართლის მაგისტრი;
  • 2001–2004 სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, მაძიებელი, კვლევითი თემა „ომბუდსმენის ინსტიტუტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში“;
  • 2004 სტაჟირება გაეროს ჟენევის ოფისში (2 თვე);
  • 2002–2003 ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კურსი (ვარშავა, პოლონეთი), ადამიანის უფლებათა ექსპერტი;
  • 1994–1999 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, იურისტი;
  • 1983–1994 ქ.თბილისის #1 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა.
  • 2015 - 2016 ევროპის საბჭო, სისხლის სამართლის თანამშრომლობის დეპარტამენტი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალკანეთის ქვეყნებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის პროგრამების მენეჯერი (სტრასბურგი);
  • 2013 - 2017 აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი;
  • 2012 წლიდან ა.ა.ი.პ. „სასჯელის აღსრულების კვლევითი ცენტრი“, დამფუძნებელი, გამგეობის წევრი;
  • 2011 - 2015 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მიწვეული ლექტორი (სასწავლო კურსი სასჯელაღსრულების სამართალში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან); 2013 -2015 – სასჯელის აღსრულების იურიდიული კლინიკის და ადამიანის უფლებათა იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი;
  • 2010-2015 ევროპის საბჭო, პროექტის ოფიცერი (2010–2013წწ.), პროექტის უფროსი ოფიცერი (2013-2015წწ.);
  • 2009–2010 გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობა“, პროექტის ოფიცერი;
  • 2009 ქ.თბილისის მერია, აგლომერაციის განვითარების სააგენტო, უფროსის მოადგილე;
  • 2006 წლიდან ს.ს.ი.პ. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი“, მიწვეული ტრენერი;
  • 2005–2008 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
  • 2005 საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ეუთოს ერთობლივი პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“, პროექტის დირექტორი;
  • 2004–2005 ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“, ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებზე;
  • 2003–2004 კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი“, გამგეობის თავმჯდომარე;
  • 2001–2003 კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“, გამგეობის თავმჯდომარე;
  • 2001–2002 შ.ს.ს. პოლიციის აკადემია, სპეცკურსი „პოლიცია და ადამიანის უფლებები“, მიწვეული ლექტორი;
  • 2000–2001 გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი "სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა", იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი;
  • 2000–2002 საჯარო სკოლა ბალავარი, საგანი „საერთაშორისო სამართალი“, პედაგოგი;
  • 1999–2000 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რეფერენტ-იურისკონსულტი;
  • 1998–2000 კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლა“, დირექტორი;
  • 1998 წლიდან ტრენერი სწავლების მეთოდოლოგიის საკითხებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ჩატარებული ათეულობით ტრენერთა ტრენინგი სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის;
  • 1995–1999 თბილისის #1 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, საგანი „სამართალმცოდნეობა“, პედაგოგი.
  • 2016 - სტატია „უცხოელ პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში“, ავტორი, სტატიათა კრებული „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“, თსუ / აშშ განვითარების სააგენტოს პუბლიკაცია;
  • 2016 - სტატია „მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთიდან გათავისუფლებისთვის მომზადება - რეალობა და პერსპექტივები“, ავტორი, კრიმინოლოგიის ჟურნალი #1, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამოცემა;
  • 2016 სახელმძღვანელო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“, თანაავტორი;
  • 2016 სტატია „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქმიანობის გავლენა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაზე“, სტატიათა კრებული „ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლებრივი რეფორმა საქართველოში“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პუბლიკაცია;
  • 2015 სახელმძღვანელო „პრობაციის სამართალი“, თანაავტორი;
  • 2015 სტატია „პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა საქართველოსა და სასომხეთში“, European Journal of Crime, Criminal Law and Criminal Justice, Volume 23, pg. 57-76 (ინგლისურად);
  • 2014 სტატია „პრობაციონერის უფლებები მის მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისას“, სტატიათა კრებული „ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლებრივი რეფორმა საქართველოში“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პუბლიკაცია;
  • 2014 სახელმძღვანელო „სასჯელაღსრულების სამართალი“, თანაავტორი;
  • 2013 სტატია „პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ქართულად“, ავტორი, თსუ საერთაშორისო სამართლის ჟურნალი #2 (ქართულად და ინგლისურად);
  • 2013 სტატია „პატიმართა საარჩევნო უფლება“, სტატიათა კრებული `ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პუბლიკაცია;
  • 2012 სტატია „პატიმრის პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება – ევროპული გამოცდილება და საქართველოს რეალობა“, სტატიათა კრებული „ადამიანის უფლებათა დაცვა: მიღწევები და გამოწვევები“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პუბლიკაცია;
  • 2011 სახელმძღვანელო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებანი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კრიმინოლოგიური, სისხლისსამართლებრივი, პენიტეციალური და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები“, თანაავტორი;
  • 2011 სახელმძღვანელო ოჯახში ძალადობის საკითხებთან მომუშავე ტრენერებისათვის, თანაავტორი;
  • 2011 წიგნი „საქართველო და ევროკავშირის შრომითი მიგრაციის პოლიტიკა“, ლამბერტის გამომცემლობა (გერმანია) (ინგლისურ ენაზე);
  • 2008 სტატია „ომბუდსმენის ინსტიტუტი“, ავტორი, თსუ საერთაშორისო სამართლის ჟურნალი (ქართულად და ინგლისურად);
  • 2008 სახელმძღვანელო „არასრულწლოვან, ქალ და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებთან მოპყრობის თავისებურებანი“, ავტორი;
  • 2006 სახელმძღვანელო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში დასაქმებული ტრენერებისათვის, ავტორი (ქართულად და რუსულად);
  • 2006 სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებათა ევროპის სტანდარტები და მათი გავლენა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე“, სტატია „საქართველოს სახალხო დამცველი“, საქართველოს იუსტიციის სამინის-ტროსა და გერმანიის ტექნიკური განვითარების ფოდნის გამოცემა;
  • 2005 სახელმძღვანელო „თავისუფლების შეზღუდვის ადგილების;
  • მონიტორინგი“, თანაავტორი, ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის გამოცემა;
  • 2004 სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებათა განათლება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“, სტატია "ადამიანის უფლებათა სწავლება საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში" (ინგლისურად), ავტორი, ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის გამოცემა;
  • 2003 სტატია „იძულებითი მიგრაცია საქართველოში - არსებული სიტუაცია“ (ინგლისურად), ავტორი, ჟურნალი "ადამიანები და მათი უფლებები" #16, ჩარლზის უნივერსიტეტის გამოცემა (პრაღა, ჩეხეთი);
  • 2003 სტატია „ადამიანის უფლებათა სწავლება საქართველოში“ (ინგლისურად), ავტორი, ჟურნალი ადამიანის უფლებების სწავლება აზიის სკოლებში (ოსაკა, იაპონია);
  • 2002 სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“, სტატია „საქართველოს სახალხო დამცველი“, ავტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა;
  • 2000 სტატია „უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა საკითხებზე“, ავტორი, ჟურნალი ალმანახი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა;
  • 2000 სტატია „ადამიანის უფლებათა დაცვის ამერიკული სისტემა“, ავტორი, ჟურნალი ალმანახი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა;
  • 2000 სტატია „ომბუდსმენი“, ჟურნალი სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის გამოცემა;
  • 1999 წიგნი „ევროპის ომბუდსმენები“, ავტორი;
  • 1999 სტატია „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი“, ავტორი, ჟურნალი ალმანახი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა;
  • 1998 სტატია „ომბუდსმენის ინსტიტუტი პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში“, ავტორი, ჟურნალი ალმანახი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა.
  • ქართული - მშობლიური;
  • ინგლისური - თავისუფლად (IELTS სერტიფიკატი, დეკემბერი 2007);
  • რუსული - თავისუფლად;
  • ფრანგული - საბაზისო.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია