შესაძლებლობების განვითარების პროექტების დაფინანსება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა" - რომლის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია. პროექტის ფარგლებში 2015-2016 წლებში ჩატარდა რამდენიმე აქტივობა: სემინარები და სამუშაო შეხვედრები გამოცდილების გაზიარების მიზნით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სტრატეგიული მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, საინფორმაციო ტექნოლოგიური დანაშაულების გამოძიება, ნარკოტიკული დანაშაული, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა და სხვა.
თანამშრომლობა მიმდინარეობს 2010 წლიდან რამდენიმე მიმართულებით:
შემუშავდა ინგლისური ენის სასწავლო კურსი FRONTEX-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით.
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა SIPPAP“, რომლის ფარგლებშიც 2014-2016 წლებში ჩატარდა საპილოტე სესია რისკების ანალიზის სასწავლო მოდულის შემუშავების მიზნით. სესიას უძღვებოდნენ პოლონელი და რუმინელი ექსპერტები. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები სომხეთიდან, ბელარუსსა და უკრაინიდან. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია საზღვრის მართვის სფეროში განათლებისა და ტრენინგების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების გზით თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
სამუშაო შეხვედრები:
2010 - სამუშაო შეხვედრა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემაზე. შეხვედრას უძღვებოდნენ ეუთო-ს დემოკრატიზაციის და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები ბრიტანეთიდან და იტალიიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დეტექტივ-გამომძიებლები და შსს აკადემიის ინსტრუქტორები. ღონისძიება მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას;
2013 წელს გაიმართა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა – „აკადემიური განათლება პოლიციელთათვის“. შეხვედრას ესწრებოდნენ შს სამინისტროს ოფიციალური პირები, საქართველოს აკადემიური წრის წევრები, მსოფლიოს პოლიციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ხორვატია, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ლატვია, ნორვეგია, თურქეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ჰოლანდია, კანადა, იტალია და აშშ. ასევე, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ატაშეები პოლიციის საკითხებში. სამუშაო შეხვედრაზე სამაგისტრო პროგრამის პროექტი განიხილეს. იმ ქვეყნების წარმომადგენელმა ექსპერტებმა, რომელთაც პოლიციის სამაგისტრო პროგრამები უკვე განახორციელეს, კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
2016 წლიდან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა შსს-ს აკადემიასთან, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა დისკრიმინაციის დაუშვებლობის სასწავლო მოდული და ჩატარდა რიგი ტრენინგებისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომელთათვის.
თანამშრომლობა ხორციელდება ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის სფეროში. აღნიშნულ თემაზე პერიოდულად ხდება სასწავლო მასალების შემუშავება და შსს-ს თანამშრომლებისთვის ტრეინინგების ჩატარება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის OHCHR-ის ექსპერტთა დახმარებით, განახლდა ადამიანის უფლებათა სასწავლო პროგრამა და შემუშავდა დისკრიმინაციის დაუშვებლობის მოდული, რომლის პილოტირებაც იგეგმება 2017 წელს;
ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფისი მუშაობს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმების განსამტკიცებლად, უწყობს რა ხელს ადამიანის უფლებათა შესახებ შესაბამისი შეთანხმებების რატიფიკაციას/დანერგვას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფისის მუშაობა ეფუძნება ძირითად ამოცანებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა ერის მხარდაჭერა მათი უფლებების განხორციელების მიზნით. აგრეთვე, ითვალისწინებს მსოფლიოში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგად გამოწვეულ ისეთ მწვავე პრობლემებზე რეაგირებას, როგორებიცაა: სიღარიბე, დისკრიმინაცია, კონფლიქტები, დაუსჯელობა, დემოკრატიის დეფიციტი და ინსტიტუციონალური სისუსტეები.
მიზანი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობა საქართველოში გაერთიანებულია საქართველოს გაეროს სააგენტოთა ჯგუფში და ეხმარება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში ადამიანის უფლებების დაცვისა და უშუალო განხორციელების მიზნით. გარდა ამისა, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიზანია, მოახდინოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა გაეროს სააგენტოების საქმიანობაში.
პრიორიტეტული სფეროები: ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებ მთავრობის, სამოქალაქო და ზოგადად, საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; სტანდარტების, კურსისა და პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივ კანონმდებლობაში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების განხორციელების დროს; პოლიტიკის ფორმირებისას ყურადღების გამახვილება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა უმწეო ჯგუფების უფლებებზე; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებების შედეგად შექმნილი ორგანოებისა და აგრეთვე, საქართველოში ჩამოსული მომხსენებლების/სპეციალური წარმომადგენლების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვის პროცესის გაუმჯობესება.
პროექტები და ტრენინგები
ტექნიკური დახმარება
გაეროს განვითარების პროგრამამ შსს აკადემიას გადასცა სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების ვიდეოსპექტრალური კომპარატორი Regula.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შემუშავდა და გამოიცა სამგზავრო დოკუმენტების პირველადი შემოწმების სახელმძღვანელო, რომელიც ინტეგრირებულია შსს აკადემიის სასწავლო პროგრამებში. მიმდინარეობს მუშაობა მეორადი შემოწმების სახელმძღვანელოსა და მესაზღვრე ოფიცერთა გადამზადების ახალი პროგრამის შემუშავებაზე.
ღონისძიებები
2016 წლის 25-26 ივნისს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის უკეთესი კოორდინაციის შესახებ (GAIMB) პროექტის ფარგლებში, შსს აკადემიაში ჩატარდა საზღვრის ერთიანი მართვის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში. ტურნირში ჩართულები იყვნენ საქართველოს საზღვრის ერთიან მართვაში ჩაბმული სახელმწიფო უწყებები. ღონისძიება მიზნად ისახავდა საზღვრის ერთიანი მართვის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას.
2013 წლიდან მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა ლტოლვილთა სამართლის საკითხებზე. ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შემუშავდა სახელმძღვანელო ლტოლვილთა სამართლის შესახებ, რომელიც დღესდღეობით ინტეგრირებულია შსს აკადემიის სასწავლო პროგრამებში. 2015 წელს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა UNHCR და საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG მიერ ჩატარდა ტრენინგების სერია სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთათვის თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიცირების, რეფერალურ, სახელმწიფო საზღვარზე მიღებასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის გადაცემის საკითხებზე.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR ექსპერტთა გუნდმა და შსს-ს ინსტრუქტორებმა აკადემიის მსმენელებისთვის შეიმუშავეს თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ სახელმძღვანელო, რომელსაც აღნიშნული ექსპერტთა ჯგუფი სისტემატურად ანახლებს.
2009 წლიდან მიმდინარეობს თანამშრომლობა. შემუშავდა რამდენიმე ელექტრონული სასწავლო მოდული ნარკოტიკული დანაშაულის თემაზე, რომლებიც ინტეგრირებულია შსს აკადემიის სასწავლო პროგრამებში. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქართველი პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩაატარა რამდენიმე ტრენინგი ნარკოტიკების თემაზე.
სამდივნო 2013 წლის 9 ივლისს თბილისში, შსს-ს აკადემიაში განთავსდა. ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიას, უკრაინასა და მოლდოვას აერთიანებს. სამდივნოს მთავარი ფუნქცია ინიციატივის პარტნიორი ქვეყნების ქბრბ შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაა. „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ - CBRN Centers of Excellence - წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრისა JRC და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულის და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის UNICRI ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
ევროკავშირის ამ ინიციატივას მსოფლიოში სამოცზე მეტი პარტნიორი ჰყავს. პარტნიორი ქვეყნები გაერთიანებულნი არიან 8 რეგიონულ სამდივნოში.
თანამშრომლობა მიმდინარეობს 2008 წლიდან რამდენიმე მიმართულებით:
პროექტები შსს აკადემიის სასწავლო პროგრამების დახვეწის მიზნით, კერძოდ დისტანციური სწავლების პროგრამის შემუშავება დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადებისთვის.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობა იყოფა ორ ეტაპად:
2008 წლიდან მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით:
პროექტები
დონაცია
შსს აკადემიასა და მსო-ს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ტექნიკური თანამშრომლობა. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა შსს აკადემიის საჭიროებების განსაზღვრას, ტექნიკის ყიდვასა და გადაცემას, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2009 წელს შსს აკადემიას ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ, დოკუმენტების სიყალბის შესამოწმებელი აპარატურა და კომპიუტერები გადასცა. აღნიშნულმა ფაქტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შსს აკადემიაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.
მსო ქართველი პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყოველწლიურად ახორციელებს მთელ რიგ ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ტრეფიკინგი, სამგზავრო დოკუმენტები, საზღვრის უკანონო კვეთა, მიგრანტთა უფლებები და სხვა.
ექსპერტთა მისიები:
2010 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (მსო) გამართა მეორე სამხატვრო და ლიტერატურულ კონკურს ”საქართველოს პოლიციაში” გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოების ცერემონიალი. ლიტერატურულმა და სამხატვრო კონკურსმა, რომელიც ორგანიზებული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, შსს აკადემიისა და განათლების სამინისტროს მიერ და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, საშუალება მისცა ბავშვებს გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ. კონკურსის მიზანი იყო მოზარდებისა და პოლიციის დაახლოების პროცესის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მასშტაბით 200 სკოლიდან მოწვეულნი იყვნენ მოზარდები 6-დან 11-მდე და 12-დან 15 წლამდე. კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს დიპლომებისა და პრიზების გადაცემის შემდეგ შსს აკადემიამ უმასპინძლა. გამარჯვებულებს შეხვდნენ შსს აკადემიის წარმომადგენლები, რის შემდეგაც ბავშვებს შსს აკადემიის დათვალიერების საშუალება მიეცათ.
2006 წლიდან მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს თანამშრომლობა საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროსთან
პროექტები:
ტრენინგები და სასწავლო ვიზიტები:
პერიოდულად ტარდება მიზნობრივი ტრენინგები და სასწავლო ვიზიტები შსს-ს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აღსანიშნავია კრიმინალისტიკა, ტაქტიკური მომზადება, კიბერდანაშაული, ოჯახში ძალადობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ნარკოტიკები.
2013 წლიდან ხორციელდება ანტიტერორისტული დახმარების პროგრამა ATA, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მთელი რიგი მიზნობრივი ტრენინგები შსს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აღსანიშნავია ყალბი დოკუმენტები, საზღვრის მართვა, კრიტიკული სიტუაციების მართვა, ინსტრუქტორების განვითარების კურსი, კრიმინალისტიკა. პერიოდულად ხორციელდება შსს-ს თანამშრომლების ვიზიტები გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში, რაც გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას იძლევა.
პერიოდულად ხორციელდება მიზნობრივი ტრეინინგები შსს-ს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის აღსანიშნავია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, საზღვარზე რადიაციის გამოვლენისა და რეაგირების საკითხები.
ასევე, ექსპერტთა მისიის ფარგლებში მოხდა შსს აკადემიის უფროსი მესაზღვრე ოფიცრების გადამზადების სასწავლო კურსის შემუშავება და დანერგვა.
ნატოს სამეკავშირეო ოფისი - ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა - პერიოდულად ახორციელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს საჯარო მოხელეთათვის, რომელზეც ყოველთვის არის მიწვეული შსს აკადემიის წარმომადგენელი. (თემატიკა: პროექტების მართვა, წერითი უნარების განვითარება, ფონდების მოძიება, დონორებთან ურთიერთობა, საპროტოკოლო საკითხები).
ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს შსს აკადემიას შორის მემორანდუმის ფარგლებში გაფორმებულია წლიური სამოქმედო გეგმა, რომლის საფუძველზეც ხდება დელეგაციების გაცვლა, აკადემიებისთვის საინტერესო საკითხებზე, აგრეთვე, ხდება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება.
საგანი: ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი საერთო ინტერესის სფეროში შედის; ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სემინარების და კონფერენციების, სიმპოზიუმების და სემინარების ორგანიზება და ჩატარება და სხვა.
სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის საგანმანათლებლო კომპლექსთან ყოველწლიურად ხელი ეწერება წლიურ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება თანამშრომლების და სტუდენტების გაცვლითი ვიზიტები, ასევე სხვადასხვა კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება.
საგანი: საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეხვედრების, ლექციების, ტრენინგების ორგანიზება, ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით, შსს/პოლიციის აკადემიის მსმენელთა/კურსანტთა და პოლიციის თანამშრომელთა გაცვლითი ვიზიტების განხორციელება და სხვა.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 2007 წელს გაწევრიანდა ასოციაციაში და ოთხი წლის განმავლობაში ეკავა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
2017 წლის 5 მაისს შსს აკადემია არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივ წევრად.
AEPC - ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაცია 1996 წელს შეიქმნა. ის ევროპის კონტინენტზე წამყვანი პოლიციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტური თანამშრომლობის ქსელს წარმოადგენს.
ასოციაციის ფარგლებში წევრი ქვეყნების პოლიციის სასწავლო ცენტრებში ხშირად ეწყობა კონფერენციები, სემინარები და სხვა ღონისძიებები პოლიციის განათლების და ტრეინინგის სფეროში. მათ შორის, 2009 წლის 10 ივნისს შსს აკადემიამ ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლა, ხოლო 2011 წლის 12-13 ოქტომბერს ასევე შსს აკადემიის ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ადამიანის უფლებების თემაზე, 2013 წლის 3-4 დეკემბერს შსს აკადემიამ ასოციაციის ფორმატში უმასპინძლა მორიგ კონფერენციას თემაზე: აკადემიური განათლება პოლიციელთათვის.
2011 წელს სსიპ- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (იმ დროს ევროპის პოლიციის კოლეჯი) შორის ქ. თბილისში ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც აკადემიას სააგენტოს გარე პარტნიორის სტატუსი მიენიჭა და მოიპოვა სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება (როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა)
სააგენტო მოიცავს 27 წევრ ქვეყანასა და 3 ასოცირებულ წევრს (ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია). ყოველწლიურად ახორციელებს ასზე მეტ კურსს, სემინარსა და კონფერენციას სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. პერიოდულად ტარდება სემინარები, რაც მოქმედ სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად აიმაღლონ კვალიფიკაცია სხვადასხვა სფეროში. ასევე, ყოველწლიურად ხორციელდება გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავთა შორის.
© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია