სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ელექტრონული სწავლება

პროექტის შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიამ ელექტრონული სწავლების მეთოდი დანერგა.

ელექტრონული სწავლების მიზანია შსს-ს თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას.



ელექტრონული სწავლება შესაძლებელია უკვე საქართველოს 10 ქალაქში:

  • ზესტაფონი
  • სამტრედია
  • თელავი
  • ოზურგეთი
  • ბათუმი
  • ზუგდიდი
  • ფოთი
  • ბორჯომი
  • გორი
  • რუსთავი

შსს-ს აკადემია აღნიშნული სერვისის განვითარებას და უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა რეგიონში დანერგვას გეგმავს.


© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია