სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

უმაღლესი განათლება / აკადემიური პერსონალი

ეკატერინე 2017 წლიდან შემოუერთდა შსს-ს აკადემიის გუნდს.

2016 წელს მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი.

2003 წლიდან აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას, კერძო სამართლის მიმართულებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2017 წლიდან კი, შსს-ს აკადემიასთან ერთად, პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაშიც ახორციელებს.

1999 წლიდან 2006 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. შემდეგ წლებში კი, გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი. ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსი.

2017 წელს გახდა შსს-ს აკადემიის პროფესორი.

2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2003 წლიდან უძღვება ლექციების კურსს სისხლის სამართლის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში.  2012 წლიდან კი მოღვაწეობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში.

ბესიკ მეურმიშვილი 2001 წლიდან გახლდათ საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი ინსპექტორი (2001 წ.), ასევე  გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორი (2004-2009 წ.წ).

2009-2013 წ.წ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2013 წლიდან კი არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან არსებული კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი.

2015 წლიდან გახდა შსს-ს აკადემიის გუნდის წევრი.

2013 წელს მან მიიღო სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ეკატერინემ აკადემიური საქმიანობა დაიწყო 2004 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის დღემდე უძღვება კერძო სამართლის სასწავლო კურსს კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2014 წლიდან გახლავთ შსს-ს აკადემიის გუნდის წევრი.

2012 წელს მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი.

2002 წლიდან აქტიურად ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას. ის კერძო სამართლის მიმართულებით მუშაობდა დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანულ უნივერსიტეტში, თბილისის საერთაშორისო უნივერიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.  2014 წლიდან, შსს-ს აკადემიასთან ერთად, აკადემიურ საქმიანობას ახორციელებს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტშიც.

2001 წლიდან აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ამჟამად, შორენა გაბიჩვაძე გახლავთ შსს-ს აკადემიის იურიდიული განყოფილების უფროსი.

2017 წლიდან მუშაობს შსს-ს აკადემიაში.

2009 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2009 წლიდან შეუდგა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას. ის უძღვებოდა კონსტიტუციური სამართლისა და ადამიანის ძირითადი უფლებების  სასწავლო კურსს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

დღეისათვის, შსს-ს აკადემიასთან ერთად ლევანი მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ლევან დარბაიძის სამსახურებრივი გამოცდილება 1999 წლიდან პერიოდს მოიცავს. ის გახლდათ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანაშემწე (1999-2001წ.წ); საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორი, პროკურორი, უფროსი პროკურორი (2001-2006 წ.წ); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი (2006-2012 წ.წ); ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე (2014-2016 წ.წ). 2017 წლის 27 მაისიდან კი უვადოდ გამწესდა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ნინო 2014 წლიდან მუშაობს შსს-ს აკადემიაში კრიმინალისტიკის მიმართულებით.

2005 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

2001 წლიდან აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას, როგორც კრიმინალისტიკის, ასევე სისხლის სამართლის განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციის ინსტიტუტში.

დღესდღეობით, შსს-ს აკადემიასთან ერთად, ნინო მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2000-2002 წლებში აქვს იურისტად მუშაობის გამოცდილება. ის მუშაობდა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი - აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალში, რესპუბლიკური სპეციალიზირებული სარემონტო სამშენებლო სამმართველოსა და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში

2013 წლიდან მუშაობს შსს-ს აკადემიაში.

2016 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2012 წლიდან დაიწყო აკადემიური საქმიანობა. ის მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

იოსებ ვარძელაშვილის პროფესიული სამუშაო გამოცდილება თითქმის 10 წელს მოიცავს. 2008-2017 წლებში, ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტში.

გარდა ასოცირებული პროფესორისა, იოსები გახლავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს წევრი.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია