სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

უმაღლესი განათლება / მიღების პროცედურები

მიღების პროცედურები

  • შსს-ს აკადემიაში სამართლის საბაკალავრო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა დასაშვებია, თუ პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებს.

 

საგამონაკლისო შემთხვევები და შესაბამისი პროცედურები, განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ:

აბიტურიენტი ვალდებულია სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად, შსს-ს აკადემიის რექტორის აქტით დადგენილ ვადებში გაიაროს პირველადი რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეგისტრაციას.

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს აკადემიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენას და ხელშეკრულების გაფორმებას. შეთავაზებული ხელშეკრულება არის ტიპიური ფორმის, რომლის ნიმუშები განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე : თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4.

ადმინისტრაციული რეგისტრაციისას აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • განცხადება რექტორის სახელზე, რომლის ფორმას აბიტურიენტი მიიღებს აკადემიაში;
  • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ უშუალოდ გადასახდელი თანხის ოდენობა აკადემიაში შეადგენს აკადემიაში დადგენილი სწავლის საფასურისა და გრანტის სხვაობას.

    აკადემიის საბანკო რეკვიზიტები:
    სსიპ საქართველოს შსს აკადემია
    მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
    მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
    ბანკის კოდი - TRESGE22
    მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707977289
    უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასური
     
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (ელ. ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით (ელ. ვერსია CD-ზე);
  • 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით - 3X4 ჩვეულებრივი და არა ბიომეტრული და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში);
  • შევსებული აპლიკაცია, რომელსაც აბიტურიენტი მიიღებს აკადემიაში;
  • განათლების მომსახურების ხელშეკრულება: სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს რექტორის აქტით დადგენილ ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში.

(მითითებულ ლინკზე იხილეთ ბრძანება რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ - ბრძანება №1833777, ელექტრონული ვერსია).

 

  • აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე სტუდენტთა დარეგისტრირებას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ან/და ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე (032) 241 40 41 ან/და მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე policeacademy@mia.gov.ge.

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია