სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

უმაღლესი განათლება / ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის შესახებ

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს. პროგრამის მიზანია, საქართველოს სახელმწიფო ენა - ქართული ენა - B2 დონეზე შეასწავლოს, როგორც საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ასევე - ქართული ენის არმცოდნე სხვა პირებს.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლა გააგრძელოს სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის ცოდნის შეფასებისას გამოიყენება 100 ქულიანი სისტემა, რომელიც განაწილებულია შემდეგნაირად:

  • პერიოდული გამოკითხვა - 30 ქულა;
  • შუალედური გამოცდა - 30 ქულა;
  • დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.

საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები დეტალურად მითითებულია პროგრამის სწავლის შედეგებში.


© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია