სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

უმაღლესი განათლება / საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა საპოლიციო რეგულირების სფეროში

პროგრამის შესახებ

პროგრამის მიზანია, მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები.

სამაგისტრო პროგრამა 132-კრედიტიანია. აკადემიაში სწავლება მოიცავს თეორიულ-პრაქტიკულ კურსებს, ასევე ერთ სემესტრიან საწარმოო პრაქტიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში.

პროგრამის უპირატესობები

  • საქართველოს განათლების ბაზარზე ანალოგიის არმქონე, პრევენციაზე ორიენტირებული ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა;
  • სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა უფასოა;
  • უფასო საერთო საცხოვრებელი აკადემიის ტერიტორიაზე;
  • ერთჯერადი კვება;
  • სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისათვის;
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა;

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია