სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ენის ცენტრი

შსს-ს აკადემიის ენის ცენტრი 2008 წლიდან ფუნქციონირებს. იგი დაარსდა შსს-ს აკადემიის, საქართველოში ეუთოს მისიისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

შსს-ს აკადემიის ენის ცენტრის მისია შს სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის სტუდენტებისა და სპეციალური პროფესიული განათლების სამმართველოს მსმენელებისათვის ზოგადი ინგლისური ენის სწავლებაა. ამასთანავე, ენის ცენტრი ასწავლის შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლებს.

ინგლისური ენის გარდა ისწავლება ქართული (როგორც მეორე ენა), გერმანული, იტალიური, ესპანური, სპარსული, არაბული, ივრითი, აზერბაიჯანული, სომხური და რუსული ენები.

შსს-ს აკადემიაში ტესტირების გავლა ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მიზნით შეუძლია შს სამინისტროს მოქმედ ნებისმიერ თანამშრომელს. ტესტირება შედგება ოთხი კომპონენტისაგან (Use of English, Listening, Writing, Speaking) და ტარდება ყოველთვე თვეში ერთხელ შსს აკადემიაში.


© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია