სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ენის ცენტრი / ინგლისური ენა

1. ზოგადი ინგლისურის კურსები

  • ინგლისური ენის ზოგადი კურსის სწავლება ხორციელდება SpeakOut-ის პროგრამით, რომელიც აგებულია BBC-ის მიერ გადაღებული ავთენტური მასალების გამოყენებით (დოკუმენტური ფილმები, დრამა და გართობა, ინტერვიუები რეალურ გარემოში).

2. ინგლისური ენა სპეციალური მიზნებისათვის (ESP)

კურსი განკუთვნილია სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის და მოიცავს ყველა იმ სიახლესა და სპეციფიურ საკომუნიკაციო საჭიროებებს, რომლებიც მათ გამოადგებათ პრაქტიკულ საქმიანობაში.

Frontex-ის Common Core Curriculum (CCC) წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ძირითად სასწავლო გეგმას აეროპორტში მომსახურე მესაზღვრეებისათვის, რომელიც შექმნილია ევროკავშირის წევრი და პარტნიორი და შენგენის ქვეყნებისათვის. აკადემიაში დანერგილია Frontex-ის -ის პროგრამის ორი დონე:

საბაზისო ინგლისური

საშუალო დონის ინგლისური

შსს აკადემიის ენის ცენტრში ფუნქციონირებს პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების კურსი, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად იძლევა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. კურსი განკუთვნილია შსს-ს იმ თანამშრომლებისათვის, რომლებსაც აქვთ ინგლისური ენის არანაკლებ Upper Intermediate დონე, სურთ შეიძინონ ენის სამუშაო გარემოში გამოყენების უნარი, უწევთ პრეზენტაციებისა თუ გამოსვლების დაგეგმვა და ჩატარება ინგლისურ ენაზე.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია