სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ენის ცენტრი / ენის ცენტრის თანამშრომლები

სალომე შსს-ს აკადემიას 2015 წლის დეკემბერში შემოუერთდა, როგორც ენის ცენტრის უფროსი. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის მიმართულებით ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში, გაერთიანებულ სამეფოში, და აგრეთვე ფლობს მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს საქართველოს მცირე აკადემიიდან (მას მიენიჭა ინგლისური და ესპანური ლიტერატურის ფილოლოგის კვალიფიკაცია). 2003 წელს აიღო  კემბრიჯის პირველი (FCE) და ედვანსის (CAE) დონის სერთიფიკატები ინგლისურ ენაში, ხოლო 2019 წელს გაიარა კემბრიჯის CELTA-ს (ინგლისური ენის,  როგორც უცხოური ენის სწავლება ზრდასრულთათვის) კურსი და აიღო საერთაშორისო სერთიფიკატი.  

შსს აკადემიამდე სალომე მუშაობდა მასწავლებლად და შემდეგ უკვე მიმართულების მენეჯერად KidsUnlimited-ში, გაერთიანებულ სამეფოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სალომე მუშაობდა მენეჯერად ინგლისურისა და საერთაშორისო კვალიფიკაციების ცენტრში და უძღვებოდა Language Link Internetional-ის ცენტრს. მას აქვს საერთაშორისო საგამოცდო ცენტრებში მუშაობის გამოცდილება (ლონდონის კომერციისა და ინდუსტრიის პალატის სასერტიფიკაციო პროგრამები - გამოცდების დაგეგმვა-ჩატარების კუთხით, Edexcel GCSE და IGSCE გამოცდები - საგამოცდო პროცესში ჩართული იყო როგორც გამომცდელი ან დამკვირვებელი).

სალომე აფასებს მრავალფეროვანსა და დინამიკურ გარემოში მუშაობის ყველა ზემოთხსენებულ შესაძლებლობას.

თამარ რობაქიძე არის ინგლისური ენის მასწავლებელი შსს-ს აკადემიის ენის ცენტრში (მთავარი ინსტრუქტორი). თამარმა დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტი - ინგლისური ენის მასწავლებელი (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი). ის ფლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ინგლისური ენის სწავლებაში. მან 2017 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა - უმაღლესი განათლების ადმინისტრირება.

ის აკადემიაში მუშაობს 2010 წლიდან, ინგლისური ენის მასწავლებლად (2010-2012) ინგლისური ენის კოორდინატორად  (2012-2014) და ენის ცენტრის უფროსის მოადგილედ ( 2015-2018).

ის მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად Buckwood International School of Tbilisi-ში, ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, აგრეთვე- იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოწვეული ინგლისურის მასწავლებლად (2016-2018). 2018 წლიდან კი მუშაობს მოწვეული ინგლისური ენის მასწავლებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თამარი ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისური ენის მასწავლებლისთვის განკუთვნილ    TKT - Teaching Knowledge Test (1, 2, 3 მოდული) და CELTA – Certificate in English Language Teaching to Adults- (University of Cambridge ESOL Examination) სერტიფიკატებს.

ნათია ქებურია დაიბადა 1989 წელს. 2010 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ინგლისური ენის მასწავლებელი, ბაკალავრის ხარისხი.) 2013 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ანგლისტიკის ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი). 2014 წლიდან განათლების ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად სასწავლო ცენტრში „პროფესიონალი -2010“. 2013 წლიდან მუშაობს შსს აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებლად.

მარიამ დარჩია შსს აკადემიის გუნდს 2013 წელს შემოუერთდა. მან დაამთავრა ენისა და კულტურის თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური და ფრანგული ენების სპეციალობითა და საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებლის კვალიფიკაციით. ის ინგლისურ ენას 2000 წლიდან ასწავლიდა სხვადასხვა დაწესებულებებში. მარიამმა დიდი გამოცდილება მიიღო ფოთსა და თბილისში საშუალო სკოლის მოსწავლეებთან მუშაობით. მან ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დრამის წრეც (Let It Be) კი დააფუძვნა. მარიამი მუდმივად მუშაობს თავისი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, 2007 წელს მან კემბრიჯის უნივერსიტეტის სასერტიფიკაციო გამოცდა TKT-ს (სწავლების უნარის გამოცდა) სამივე მოდულში უმაღლესი შეფასება _ მე-4 დონე მიიღო. ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო საშუალო სკოლის მასწავლებელთათვის განკუთვნილ პროექტში, რომელიც გულისხმობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლას და სასწავლო კურსი ჩიკაგოში მდებარე ილინოისის უნივერსიტეტში გაიარა. 2016 წელს მარიამმა ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების გამოცდაში (CELTA) მე-5 დონის სერტიფიკატი აიღო უცხოელთათვის ინგლისურის სწავლების კუთხით. მარიამ დარჩია აქტიური მასწავლებელია, და ის სიამოვნებით მონაწილეობს ყველა სახის კონფერენციაში, სემინარსა და სასწავლო კურსში, რომელიც მის პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

ხათუნამ შსს-ს აკადემიაში მუშაობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. მას მიღებული აქვს განათლება ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტში და მინიჭებული აქვს ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სტატუსი. იგი ასევე არის ქემბრიჯის სერტიფიკატების (CAE, TKT) მფლობელი. აკადემიაში მუშაობამდე ხათუნა ასწავლიდა ინგლისურს აგრარულ უნივერსიტეტში და პროფესიული განვითარების ევროპულ ცენტრში.

თამარი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2008 წლიდან მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში.თამარი ასევე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში.

2007 წლიდან ის მონაწილეობას იღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში თხზულების გამსწორებლად. აქვს სერთიფიკატები „ინგლისური ენის თანამედროვე სწავლება“(MELT), აკადემიური წერის უნარების განვითარება და TKT (მოდულები 1,2,3).

ჟანა აივაზაშვილი ინგლისურ ენას ასწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სადაც 2007 წლის დეკემბრიდან მოყოლებული მუშაობს. წარსულში ჟანა ინგლისურს ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

ჟანა ინგლისურის გაკვეთილებს უტარებს როგორც სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებს, ასევე საქართველოს პოლიციის ოფიცრებს.

ჟანას ჩაბარებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებელი გამოცდა – FCE (შეფასება A).

ჟანას ასევე აქვს ჩაბარებული კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცდის _ TKT-ს 1-ლი, მე-2 და მე-3 მოდული (მე-4 დონე) სწავლების კუთხით.

როგორც ETAG-ის წევრს (საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია), ჟანას მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო და რეგიონალურ კონფერენციებში. მას აგრეთვე აქვს ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტების გასწორებისა და შეფასების გამოცდილება

საქართველოს საპოლიციო განათლებაში წვლილის შესატანად, ჟანა მუდმივად მუშაობს თავისი სწავლებისა და ენობრივი უნარების გაუმჯობესებაზე სხვადასხვა პროფესიული სასწავლო კურსების გავლის მეშვეობით.

ნინო გოგიჩეიშვილი შსს-ს აკადემიის გუნდს 2014 წლის ნოემბერში შემოუერთდა. 2009 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სპეციალობა - ინგლისური ენის ფილოლოგია, ბაკალავრის ხარისხი). 2011 წელს მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ბრიტანეთმცოდნეობაში.

ნინო ფლობს კემბრიჯის სერთიფიკატებს:

  • CELTA (ინგლისური ენის, როგორც უცხოური ენის სწავლება ზრდასრულთათვის)
  • TKT (1, 2, 3 მოდულები)
  • კემბრიჯის პირველი სერთიფიკატი (FCE)

2011-2014 წლებში ის მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად ოქსფორდის ინგლისური ენის სასწავლო ცენტრში. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ინგლისური ენის ტრენერად.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია