სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევითი სივრცე, აკადემიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. ბიბლიოთეკა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, ორგანიზებას, დაცვასა და აღრიცხვა/დამუშავებას.


ბიბლიოთეკა ასრულებს რამდენიმე ძირითად ფუნქციას:

მკითხველებს ემსახურება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სააბონენტო და სამკითხველო დარბაზი, სადაც ხორციელდება შემდეგი სერვისები:

  • ელექტრონული კატალოგის დახმარებით სასურველი წიგნის მოძიება/დაჯავშნა/გატანა;
  • საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენება;
  • ელექტრონული წიგნებისა და სასწავლო მასალის ადგილზე წაკითხვა-დამუშავება;
  • მკითხველთათვის დამხმარე სასწავლო და მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

წიგნადი ფონდის მუდმივი შევსება-განახლება პრიორიტეტული ამოცანაა და ხორციელდება დაინტერესებული პირის (ლექტორი, ინსტრუქტორი, სტუდენტი) კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე. შსს-ს აკადემიის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს უახლეს სამართლებრივ ლიტერატურას როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე.

აკადემიის სტამბაში იბეჭდება სტუდენტთა და ლექტორთა სამეცნიერო ნაშრომები.

სამომავლოდ იგეგმება საგამომცემლო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარება.

  • მკითხველთა სრულყოფილი მომსახურების მიზნით ბიბლიოთეკას ურთიერთობა აქვს სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბიბლიოთეკებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • შსს-ს აკადემია არის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრი;
  • გაწერილი გრაფიკით ბიბლიოთეკა მასპინძლობს სხვადასხვა დონის დელეგაციებს.

სტუდენტების სრულფასოვანი განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების შეთავაზება გახლავთ. ამ მიმართულებით ჩატარდა და სამომავლოდ იგეგმება:

  • ინტელექტუალური თამაშები;
  • საჯარო შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან;
  • პრეზენტაციები აქტუალურ თემებზე;
  • პოეზიის საღამოები;
  • დაფუძნდა ლიტერატურული კლუბი;
  • „წიგნის სურნელი“ - წიგნის საჯარო კითხვა-განხილვა;
  • გასვლითი ღონისძიებები.

შსს-ს აკადემიის ბიბლიოთეკა თავის საქმიანობას ახორციელებს:

 

სამუშაო დღეები:
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 საათიდან 20:00 საათამდე
  • შაბათს - 10:00 საათიდან 15:00 საათამდე

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია