სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი გაიმართა

26 ნოემბერი 2016

შსს-ს აკადემიაში, პროექტის - „სტუდენტური ცხოვრება 2016“ ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, მინიფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩატარდა.

ტურნირში აკადემიის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტების გამარჯვებით დასრულდა.  

საფინალო მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ  მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს დიპლომები, ხოლო ჩემპიონს „აკადემია - 2016“-ის  გარდამავალი თასი გადასცა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია