სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში კიბერდანაშაულის გამოძიების შესახებ რეგიონული ტრენინგი ჩატარდა

12 ივნისი 2017

შსს-ს აკადემიაში რეგიონული ტრენინგის - „პითონზე დაპროგრამება გამომძიებლებისათვის“ მეორე ეტაპი ჩატარდა. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, ეუთოს-ს დაფინანსებით განხორციელდა.

ტრენინგი შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ ეუთოს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. სწავლებას ეუთოს სამდივნოს ტრანსნაციონალური საფრთხეების განყოფილების ოფიცერი, ალექსანდრე მალიშაუ და ეუთოს სამდივნოს ტრანსნაციონალური საფრთხეების განყოფილების ოფიცერი, ჯენი დიმიტროვა უძღვებოდნენ.

ტრენინგს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და    ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, აზერბაიჯანის სამართალდამცავი სტრუქტუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასწავლო კურსის მიზანი იყო  კომპლექსური კიბერდანაშაულის შემთხვევების გამოძიება და ციფრული ექსპერტიზის მტკიცებულებების დადგენა.

ეუთოს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტი, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით, კიბერდანაშაულზე რეგიონულ ტრენინგებს სისტემატურად ატარებს.  პროექტის პირველი ეტაპი - „მავნე კოდის ანალიზი და გამოძიება“ შსს-ს აკადემიაში  მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია