სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის თანამშრომელი ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის სასწავლო კურსს დაესწრო

13 ივნისი 2017

შსს-ს აკადემიის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, მიხეილ გელაშვილმა ირლანდიაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯისა და ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის (Maynooth University) ორგანიზებით გამართულ სასწავლო კურსში - „მედიაცია, მოლაპარაკებები და დიალოგის უნარები“ - მონაწილეობა მიიღო.

სასწავლო კურსი შემუშავებული იყო  ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში მონაწილეობის მსურველი პოტენციური ექსპერტებისათვის. ტრენინგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:  კრიზისების მართვა, მათ შორის,კონფლიქტის მოგვარება; კონფლიქტში იდენტობის საკითხი, ყოფილი მეომრების პერსპექტივა იდენტობასთან დაკავშირებით; მოლაპარაკებების მიმოხილვა - პოზიციები, საჭიროება და ინტერესები. 

რეალურ კონფლიქტებში მონაწილე მხარეებმა, მედიატორებმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა სწავლების მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დაშვებული შეცდომები განიხილეს.

ტრენინგზე თითოეული მონაწილის მიერ სიმულაციურ მოლაპარაკებათა პროცესში ჩართვის შედეგები შეაფასეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

ღონისძიებას ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 27 წარმომადგენელი ესწრებოდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია