სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიამ ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

1 თებერვალი 2017

შსს-ს აკადემიას ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის  დელეგაცია ესტუმრა. შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ივან ნოსკევიჩს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

აკადემიის რექტორმა სტუმრებს დისტანციური სწავლების მეთოდები გააცნო, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.  გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აკადემიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო სატრენინგო პროგრამების განვითარება წარმოადგენს, რაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს პროფესიული სასწავლო კურსების საქართველოში გავლის საშუალებას მისცემს.

ვიზიტის ბოლოს, სტუმრებმა აკადემიის აუდიტორიები, დისტანციური სწავლების ოთახი, ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის ცენტრი, კომპიუტერული ცენტრი, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, სასროლეთი და ვირტუალური ტირი დაათვალიერეს. დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია