სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის სტუდენტებმა გერმანიაში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს

14 ივნისი 2017

შსს-ს აკადემიამ და რაინლანდ-პალატინატის პოლიციის უნივერსიტეტმა, საერთაშორისო პროექტების კვირეულის  ფარგლებში, ქართველი და გერმანელი სტუდენტების გაცვლითი პროგრამა განახორციელეს.

საქართველოს შსს-ს აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტებმა სასწავლო კურსი გერმანიაში,რაინლანდ-პალატინატის პოლიციის უნივერსიტეტში გაიარეს.

სწავლება საპოლიციო სფეროს თანამედროვე მიდგომებისა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოების ტექნიკის შესახებ სტუდენტების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. თითოეულ სტუდენტს, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, საშუალება მიეცა საპოლიციო რეგულირების სფეროში მოემზადებინა პროექტი, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა და განხილულ იქნა სწავლების მონაწილეების მიერ.

საქართველოში სასწავლო კურსის  გერმანელ სტუდენტებს შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ უმასპინძლა. რექტორმა  სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს  და აკადემიის საქმიანობა გააცნო.

გერმანელ სტუდენტებს კრიმინალისტიკასა დატაქტიკურ სწავლებაში თეორიული დაპრაქტიკული ლექციები ჩაუტარდათ. მათ, ასევე, მოინახულეს შსს-ს გადაუდებელი დახმარებისოპერატიული მართვის ცენტრი,  შსს-ს არქივი დაექსპერტიზის ბიურო.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია