სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის სტუდენტებმა უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს

15 ივნისი 2017

შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს და სისხლი გაიღეს.
აქციის ფარგლებში ჩაბარებული სისხლი ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვებს, ასევე, ავტოკატასტროფების შედეგად დაზარალებულებს, დაჭრილებსა და სოციალურად დაუცველ პირებს მოხმარდება.
შსს-ს აკადემია სისხლის უანგაროდ გაცემის აქციაში სისტემატურად მონაწილეობს და ეს მხარდაჭერა  მომავალშიც გაგრძელდება.
 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია