სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიამ რეგიონების უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმები გააფორმა

16 ივნისი 2017


შსს-ს აკადემიამ, საქართველოს რეგიონების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებისა და ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები  გააფორმა.
მემორანდუმები ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ჩატარებას, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ასევე, გამოცდილების   გაზიარებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში  თანამშრომლობას ითვალისწინებს.   
გივი მიქანაძე აღნიშნული სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და  აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. რექტორმა მათ ასევე გააცნო პროექტი - „პარტნიორი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების სტაჟირება შსს-ს აკადემიაში“.  პროექტის თანახმად, პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შსს-ს აკადემიაში სტაჟირების კურსი  გაიარონ შემდეგი მიმართულებით: კრიმინალისტიკა, ტაქტიკური სწავლება, სამგზავრო დოკუმენტების იდენტიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ადგილზე გაეცნონ.
შეხვედრებზე გივი მიქანაძემ კოლეგებს ლექტორების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების  მიზნით საზღვარგარეთ  სტაჟირებასა და შსს-ს არქივის საქმიანობაში  აქტიურად ჩართვას დაჰპირდა.
შეხვედრების დასასრულს, შსს-ს არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „მტრის წყალობით“ - ჩვენება გაიმართა, რომელიც ჯარისკაცის უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია