სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიამ პოლონეთის ელჩსა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაციას უმასპინძლა

3 თებერვალი 2017

შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის წარმომადგენლებთან ერთად,  პოლონეთის ელჩს, მარიუმ მაშკივიჩს და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის  დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო მხარეებს შორის  ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.  

შსს-ს არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა თანამედროვე საარქივო და ისტორიული კვლევების ჩატარების ზუსტი ვადები და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განსაზღვრეს. მხარეები ერთობლივი კვლევების თანამედროვე ისტორიული და სამეცნიერო, ასევე, საგანმანათლებლო პროდუქციის - სტატიის, მონოგრაფიის, საკონფერენციო თეზისის -მომზადებაზე შეთანხმდნენ.   

გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

პოლონეთის დელეგაციის წევრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა,  შსს-ს არქივის მუზეუმი დაათვალიერეს და არქივში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია