სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში საზღვრის კოორდინირებული პატრულირების შესახებ საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა

5 ივლისი 2017

შსს-ს აკადემიაში საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებისათვის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „თანამშრომლობისა და კოორდინირებული პატრულირების მექანიზმების იმპლემენტირება სახმელეთო საზღვარზე“. 
სწავლების მიზანი იყო საზღვრის კოორდინირებულ პატრულირების საკითხებზე შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორების მომზადება, რომლებიც მომავალში სასაზღვრო პოლიციის სექტორში მომუშავე მესაზღვრეებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
ტრენინგს ევროპელი ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლება, თეორულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას მოიცავდა. ტრენერებმა  საველე პირობებში იმიტირებული საზღვრის დაცვის სცენარებში მონაწილება მიიღეს და დაშვებული შეცდომების მიხედვით, შესაბამისი სასწავლო მოდულები განიხილეს.
სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთნ ერთად, აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის  -„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის უკეთესი კოორდინაციის შესახებ“ (UNDP GAIBM) - ფარგლებში განხორციელდა.

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია