სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია

6 ივლისი 2017

შსს-ს აკადემიის პრორექტორი, ივანე პაპიაშვილი, აკადემიის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის  რესპუბლიკაში იმყოფებოდა. აკადემიის პრორექტორმა ქალაქ პრაღაში, საპოლიციო განათლებისა და წვრთნის ცენტრის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავალო თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს და პოლიციელთა პროფესიული მომზადების სწავლების მიმართულებები განიხილეს. საპოლიციო განათლებისა და წვრთნის ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოში ტაქტიკური წვრთნისათვის განკუთვნილი ნაგებობის მშენებლობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს  აკადემიის დელეგაციამ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის მუზეუმი,   „ბჟიროს“ და „ბორეკის“ მრავალფუნქციური საწვრთნელი ცენტრები დაათვალიერა.

ვიზიტი უსაფრთხოების განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროექტის - „საპოლიციო განათლებისა და სწავლების განვითარება“ ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანი იყო პოლიციის სასწავლო დაწესებულებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.
 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია