სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის სტუდენტებს ინტერპოლის საქმიანობის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ

12 ივლისი 2017

შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნინო ოსაძე და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საინფორმაციო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ლევან თექთუმანიძე შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს და საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება საქართველოში ინტერპოლის საქმიანობის და მასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ.

სტუდენტებს ინტერპოლის განვითარების ისტორიის, სტრუქტურისა და მმართველობის,  ასევე, ინტერპოლის კონსტიტუციისა და  მონაცემთა ბაზის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია