სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში კიბერდანაშაულის იმიტირებული შემთხვევის ადგილის ოთახი გაიხსნა

13 ივლისი 2017

შსს-ს აკადემიაში, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და კიბერუსაფრთხოების ტრენინგებისთვისგანსაზღვრული, კავკასიის რეგიონში პირველი,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილიკიბერდანაშაულის იმიტირებული შემთხვევის ადგილის ოთახი გაიხსნა.

შსს-ს აკადემიამ საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის კიბერდანაშაულის გამოძიებისა და კიბერუსაფრთხოების თემებზე სპეციალური სასწავლო პროგრამა შეიმუშავა.

სასწავლო კურსი კიბერდანაშაულის ჩადენის მეთოდებსა და გამოძიებას, ციფრული მტკიცებულებებისა და მათი მოპოვების საშუალებებს, კიბერუსაფრთხოების ზომებსა და თავდაცვის მექანიზმებს მოიცავს.

აღსანიშნავია, მიმდინარე წლის ივნისში, გაერთიანებული ერების საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციამ (ITU)გამოაქვეყნა ყოველწლიური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (GCI) მონაცემები, რომლის მიხედვით, 2017 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველომ 16-დანმე-8 ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული წარმატების ერთ-ერთი საფუძველი კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებებია.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია