სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ შუალედური მოსმენა გაიმართა

14 ივლისი 2017

შსს-ს აკადემიაში პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ - მონაწილე ხუთი ჯგუფის  შუალედური მოსმენა გაიმართა.
ჟიურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თემატური ბლოკიდან - „უახლესი ისტორია“, შერჩეული თემების მიხედვით,  თავიანთი ნაშრომები წარუდგინეს. ჟიურის წევრებმა - შსს-ს აკადემიის რექტორმა,  გივი მიქანაძემ , შსს-ს არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა  და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს შენიშვნები და რეკომენდაციები მისცეს.

გივი მიქანაძემ  მკვლევარებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტი შედგა, რადგან მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევები პროექტით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

გამარჯვებულები მკვლევარები მიმდინარე წლის სექტემბერში, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2017“-ის ფარგლებში,  კონკურსის წესით გამოვლინდებიან. საუკეთესო ნაშრომი შსს-ს არქივის ჟურნალში - „საარქივო მოამბე“ დაიბეჭდება.

პროექტის მიზანია შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით ახალგაზრდა მკვლევარების დაინტერესება, ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია