სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის რექტორმა სტუდენტებს სამართლის საბაკალავრო პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

1 აგვისტო 2017

შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე,  სამართლის სკოლის  ხელმძღვანელთან ერთად,  სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა სასწავლო წელი შეაჯამა და სტუდენტებს სამართლის საბაკალავრო პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გივი მიქნაძემ  სტუდენტების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
ცვლილებების თანახმად, ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტები სავალდებულო დისციპლინებთან ერთად შეისწავლიან იმ საგნებს, რომლებიც მათ მიერ წინასწარ არჩეული მოდულის (კერძო, საჯარო და სისხლის/საპოლიციო სამართალი) შესაბამისად, პროგრამით იქნება გათვალისწინებული.

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია