სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ

10 აგვისტო 2017

შსს-ს აკადემიას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, სოფო ქაცარავა და ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი ეწვივნენ.

შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიის საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო. იგი პარლამენტის წაარმომადგენლებს აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროექტის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია