სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

5 სექტემბერი 2017

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა.

რექტორმა პროფესორ-მასწავლებლებს აკადემიაში 2017-2018 ახალი სასწავლო წლისათვის  შეცვლილი რეგულაციები გააცნო,  რომელიც  შსს-ს აკადემიის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული არჩევანი სამართლის სკოლის მიერ შეთავაზებულ სამოქალაქო, სისხლის, საპოლიციო და საჯარო მიმართულებებზე გააკეთონ.

შსს-ს აკადემიის რექტორმა აკადემიურ პერსონალს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლა უკვე მესამე წელია სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღებას ახორციელებს. 

 

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია