სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის რექტორი INL-ის ხელმძღვანელს შეხვდა

6 სექტემბერი 2017

შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელს, მაიკლ მაკმენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა შსს-ს აკადემიის ბაზაზე რეგიონული პროგრამების განხორციელების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. ასევე, განხილულ იქნა კრიმინალისტიკის ლაბორატორიისა და კიბერდანაშაულის სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობის ამერიკელი პარტნიორების მიერ შეძენისა და ტაქტიკური სამსახურის გაძლიერების საკითხები. მხარეები ამ მიმართულებებით ამერიკული გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის ბოლოს, შსს-ს აკადემიის რექტორმა და მაიკლ მაკმენმა შსს-ს აკადემიის მეგობრობის ხეივანში მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ნიშნად ხე დარგეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია