სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში კიბერდანაშაულის გამოძიების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

11 სექტემბერი 2017

შსს-ს აკადემიაში „კიბერდანაშაულის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და ციფრული მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავების შესახებ“   ხუთდღიანი  ტრენინგი  ჩატარდა.

სასწავლო კურსი შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ  გახსნა და მსმენელებს კიბერდანაშაულისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების თავისებურებებზე, ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებზე ესაუბრა. 

სასწავლო კურსის მიზანი იყო  კომპლექსური კიბერდანაშაულის შემთხვევების გამოძიება და ციფრული ექსპერტიზის მტკიცებულებების დადგენა. ტრენინგს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და  ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასწავლო კურსი  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოწინავე ქვეყნების საგამოძიებო ორგანოების ცოდნა-გამოცდილების საკითხებს მოიცავდა. ტრენინგზე მონაწილეები საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლებს, გავრცელებული კიბერდანაშაულების ჩადენის მეთოდებს  და კიბერსივრცის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის საკითხებს გაეცნენ ასევე,  კიბერდანაშაულის იმიტირებულ შემთხვევის ადგილზე პრაქტიკული სწავლება გაიარეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია