სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიას ლატვიის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

12 სექტემბერი 2017

შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე,  ევროკავშირის სააგენტოს CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის კურზემეს რეგიონის საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს,  ვიტა კალოტეს და მის  თანმხლებ დელეგაციას   შეხვდა.
გივი მიქანაძემ სტუმრებს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დელეგაციამ შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია