სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიამ პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორს, ადამ ბულავას თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა.

13 სექტემბერი 2017

შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და შსს-ს არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორს, ადამ ბულავას თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლეს. 
ვიზიტის მიზანს, პოლონეთის სახელმწიფო მუზეუმის მიერ დაკვეთილი ვრცელი ისტორიული კვლევის ფარგლებში, საქართველოდან პოლონეთში იძულებით ემიგრირებული 1921 წლის 25 თებერვლის ბრძოლების მონაწილე იუნკერების შთამომავალთა მონაცემთა მოძიება წარმოადგენდა, რაც შს სამინისტროს  არქივში არსებული ფქტობრივი მონაცემების მოძიებასა  და შემდგომ ანალიტიკურ დამუშავებას გულისხმობს. პოლონეთის დელეგაცია  კატინის ცნობილ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებულ, შსს-ს არქივში დაცული მასალებითაც დაინტერესდა.
გივი მიქანაძემ სტუმრებს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შს სამინისტროს არქივის მუზეუმიც დაათვალიერეს. 

 

ტეგები:

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია