სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის რექტორი ბელარუსში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

14 თებერვალი 2017

შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე ბელარუსის რესპუბლიკის მილიციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას - „დანაშაულთან ბრძოლის პრობლემები და სამართალდამცავი ორგანოებისათვის პოლიციელების მომზადება“ დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

რექტორმა კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და  დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აკადემიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს აკადემიაში ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებით დაგეგმილ  საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა მიიღონ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს აკადემიასა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართა.

აღნიშნული სამოქმედო გეგმა მხარეებს შორის საგანმათლებლო სფეროში სასწავლო ვიზიტებს, საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებასა და თანამშრომლობის  გაღრმავებას ითვალისწინებს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია