სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

პატრულ-ინსპექტორთა მომზადების პროგრამის მეოთხე ჯგუფის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

6 ნოემბერი 2017

შსს-ს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე ჯგუფის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სწავლების მონაწილეებს, შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, კურსის დასრულება მიულოცა  და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

სამთვიანი კურსი საპატრულო პოლიციის მომავალი თანამშრომლებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაღრმავებაზეა ორიენტირებული. ახალი პროგრამის მიხედვით, უპირატესობა ინტენსიურ ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას ენიჭება.

პროგრამის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ახალი კადრების მომზადება, მათთვის საბაზისო ცოდნის მიღება და პატრულ-ინსპექტორისთვის პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტეგები:

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია