სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორები პოლონეთის პოლიციის აკადემიას ეწვივნენ

7 ნოემბერი 2017

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის  ინსტრუქტორები პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვოს პოლიციის აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ და სასწავლებლის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო  შეიარაღებული პირის მანქანის შეჩერების, მისი იძულებით გადმოყვანისა და დაკავების მეთოდების განხილვა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.

შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „პატრულ-ინსპექტორთა მომზადების პროგრამა, პისტოლეტიდან სროლის საკვალიფიკაციო კურსი საქართველოში“.  მხარეებმა საცეცხლე მომზადების სტანდარტების, დამკვიდრებული მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ იმსჯელეს.

ვიზიტის  ფარგლებში, ქართველმა ინსტრუქტორებმა მონაწილეობა მიიღეს აქტიური მსროლელის პრაქტიკულ საცეცხლე მომზადების კურსში.  სწავლებაში სლოვაკეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის პოლიციის აკადემიათა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სასწავლებლის რექტორმა ანა როსოლმა  მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია