სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის რექტორს ინგლისური ენის ცენტრმა განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

9 ნოემბერი 2017

შსს-ს აკადემიის ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლებმა აკადემიის რექტორს, გივი მიქანაძეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

მიმდინარე წელს, ზოგადი ინგლისური ენის  კურსის ფარგლებში,  შსს-აკადემიის 204 სტუდენტი, 52 მესაზღვრე და 45 მესაზღვრე-კონტროლიორი გადამზადდა. ამ ეტაპზე კი ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 159 თანამშრომელი გადის მომზადებას.

შეხვედრაზე, ასევე, წარმოდგენილ იქნა ამერიკელი სპეციალისტის, ემმა პრატის ხელმძღვანელობით მომზადებული ფუნქციური ინგლისურის გამოყენების პროგრამა, რაც შს სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული ტერმინოლოგიისა და პრეზენტაციების მომზადების მიმართულებით გადამზადებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის ფსიქოლოგმა და პროფესიული მომზადების ფაკულტეტის წარმომადგენელმა წარმოადგინეს ინგლისურენოვანი პრეზენტაციები თემაზე: „ტერორიზმის სახეები“ და „სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარების ისტორია“. 

ტეგები:

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია