სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიას მოსწავლეები ესტუმრნენ

10 ნოემბერი 2017

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს აკადემიას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე მოსწავლეებს აკადემიაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სასწავლო პროექტებზე ესაუბრა.

შსს-ს აკადემიის   წარმომადგენლებმა  მოზარდებს შსს-ს აკადემიის ისტორია გააცნეს, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერებინეს, ასევე, დეტალურად ესაუბრნენ სწავლების თეორიული და პრაქტიკული მეთოდების შესახებ და მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

პროექტის მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

ტეგები:

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია