სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სუამის წევრი ქვეყნების პოლიციის აკადემიების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა

4 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით, საგანმანათლებლო სფეროში სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სუამის წევრი ქვეყნების პოლიციის აკადემიების ხელმძღვანელების გაერთიანებული  სამუშაო შეხვედრა პირველად, საქართველოში გაიმართა. 

შეხვედრას საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის პოლიციის აკადემიათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თითოეულმა მათგანმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები და წინადადებები წარმოადგინა.

შეხვედრის მიზანი იყო მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების შეფასება და მათი გადაჭრის გზების გამონახვა, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას და რეგიონში არსებული საპოლიციო საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივის თანახმად, ყოველწლიურად ჩატარდება თემატური შეხვედრები, სადაც განიხილება საპოლიციო განათლების სფეროში   თითოეული ქვეყნის  გამოწვევები და საჭიროებები. მხარეებმა მომავალი წლის თემატური შეხვედრის მიზანი, დრო და ადგილი განსაზღვრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და უკრაინის შინაგან საქმეთა ეროვნული აკადემიის რექტორმა, ვლადიმირ ჩერნეიმ   ურთიერთანამშრომლობის პროტოკოლს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მოიცავს 2018 წლის სამოქმედო გეგმას, რომელიც გულისხმობს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას, რესურსების, მათ შორის, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის გაზიარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.

ტეგები:

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია