სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ

5 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გიორგი ცხვედიანი და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

აკადემიის ხელმძღვანელებმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ისტორია  და საპოლიციო სწავლების მეთოდები გააცნეს.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.  

ვიზიტი მიზნად ისახავდა სამართალდაცვით სფეროში სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას. 

ტეგები:

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია