სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნა

6 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნოდარ სააკაშვილი, აკადემიის კურსდამთავრებულთა საზოგადოების წევრებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მცირეწლოვნების მიმართ ოჯახში ძალადობის გამოვლენის სირთულეზე, არასრულწლოვანთა დაცვის და ამ მიმართულებით სახელმწიფო მექანიზმების მუშაობის საკითხებზე იმსჯელეს.

კურსდამთავრებულმა მაგისტრებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს: ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ჭრილში, სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ; გაეროს კონვენცია - ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ  და ევროპის საბჭოს კონვენცია -  ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ.

შეხვედრაზე მსხვერპლთა და მოძალადეთა რესოციალიზაციის საჭიროებისა და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობის საკითხებზე იმსჯელეს, ასევე,  შიდა კანონმდებლობის კუთხით, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა  და სისხლისსამართლებრივი ნორმების დაცვის და სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულებზე რეაგირების პრინციპები განიხილეს. 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია