სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) ურთიერთთავსებადობის შემფასებელი მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

7 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) ურთიერთთავსებადობის შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო, FRONTEX-ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესაზღვრეთა ძირითადი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მესაზღვრეთა საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთთავსებადობის შეფასების შესახებ ტესტირების მონიტორინგი. 

ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის სასაზღვრო-საემიგრაციო მიმართულების თანამშრომლებმა.

ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტო (FRONTEX) ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში მესაზღვრეთა საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთთავსებადობის შეფასების შესახებ ტესტირების პროგრამების მონიტორინგს პერიოდულად ახორციელებს, რათა გამოიკვლიოს და შეაფასოს ეროვნულ დონეზე არსებული მესაზღვრეთა საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთთავსებადობა FRONTEX-ის მესაზღვრეთა ძირითად სასწავლო პროგრამასთან (CCC) მიმართებაში.

ტეგები:

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია