სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორმა საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა მიიღო

12 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის  ინსტრუქტორმა ხორვატიის რესპუბლიკის ქალაქ ზაგრებში ევროპის საზღვრის და სანაპიროს დაცვის სააგენტოს - „Frontex“-ის პოლიციის აკადემიაში   გამართულ საერთაშორისო ტრენინგში  მონაწილეობა მიიღო.

სწავლების მონაწილეები Frontex-ის პოლიციის აკადემიის შექმნის ისტორიას გაეცნენ, აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესები და ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში მათი ინტეგრირების საკითხები  განიხილეს. ტრენინგზე, ასევე, შეფასდა 2017 წლის ერთიან  სასწავლო სილაბუსებში შეტანილი ცლილებები და მათი მნიშვნელობა მესაზღვრეთა გადამზადების პროცესში.

სწავლებას მესაზღვრეთა განათლების ერთიანი პროგრამის - CCC-ის (Common Core Curriculum) შემქმნელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში დამკვიდრებული მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. სწავლების განმავლობაში მიღებულ ცოდნას ინსტრუქტორები მესაზღვრეთა მომზადების პროცესში გამოიყენებენ.

სასწავლო კურსის მიზანი იყო საზღვრის მართვის მიმართულებით სხვადასხვა სასწავლო მეთოდის გაცნობა და  გამოცდილების გაზიარება.

 

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია