სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა 2018 წლის კალენდრის პრეზენტაცია გამართა

29 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამშინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერგამოცემული, 2018 წლის კალენდრისპრეზენტაცია ახალ საპრეზენტაციო დარბაზში გამართა.

საპრეზენტაციო დარბაზი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროსარქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა გახსნეს.

კალენდარი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში წარმოდგენილი დოკუმენტები დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდს (1918-1921 წლები) მოიცავს.

კალენდრის ფურცლებზე ასახულია ქვეყნის სამწლიანი ისტორია. სწორედ ამ პერიოდში მიიღეს კონსტიტუცია, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაიბრუნა ავტოკეფალია, დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიებას აკადემიის თანამშრომლებიესწრებოდნენ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია