სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მინიფეხბურთსა და კალათბურთში შიდა ჩემპიონატი გაიმართა

31 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პროექტის - „სტუდენტური ცხოვრება 2017“ - ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, მინიფეხბურთსა და კალათბურთში  შიდა ჩემპიონატი ჩატარდა.

ტურნირში აკადემიის სამართლის ფაკულტეტის  სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

საფინალო მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ  მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სპეციალური დიპლომები, ხოლო ჩემპიონებს „აკადემია 2017“-ის  გარდამავალი თასები გადასცა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია