სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ელექტრონული სწავლების განყოფილება შეიქმნა

6 თებერვალი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ელექტრონული სწავლების განყოფილება შეიქმნა, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისა და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული განყოფილების შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული სწავლების თანმიმდევრულ გამოწვევებს. დისტანციური სწავლება ორიენტირებულია სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ელექტრონული სწავლება საქართველოს 20 რაიონში დანერგა. აღნიშნული სერვისის განვითარებას აკადემია უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა რეგიონში  გეგმავს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია