სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

13 თებერვალი 2018

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ   ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების გამოცდილების გაზიარება.

რექტორი დელეგაციის წევრებს  აკადემიაში განხორციელებულ და მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა. მხარეებმა პოლიციელთა პროფესიული მომზადების ძირითადი მიმართულებებიც განიხილეს და  სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს  შესაბამის დანაყოფებს, საქრთველოს პროკურატურას, განათლების, იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროებს ესტუმრა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია