სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

14 თებერვალი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორმა, ირაკლი ჩიხლაძემ შერეულ ორთაბრძოლებში ULTIMAX- ის მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ირაკლი ჩიხლაძემ შერეულ ორთაბრძოლებში ,,ბრძოლა წესების გარეშე“ 75 კგ. წონით კატეგორიაში ტექნიკური ნოკაუტით ირანელი მეტოქე ბაბაკ ბაბატაჰერი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონატში, მსოფლიოს 18 ქვეყნის 22 პროფესიონალი წყვილი  მონაწილეობდა. შეჯიბრებებს ევროპიდან მოწვეული მსაჯთა კოლეგიის წევრები უძღვებოდნენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ირაკლი ჩიხლაძეს ულოცავს წარმატებას!

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია