სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

19 თებერვალი 2018

შსს-ს აკადემიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გააფორმა. დოკუმენტს ხელი შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ   მოაწერეს.
მემორანდუმი ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ჩატარებას, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას,  ასევე, გამოცდილების   გაზიარებას   და  ინსტიტუციური  შესაძლებლობების განვითარებაში  თანამშრომლობას ითვალისწინებს.   
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ მხარეებმა ერთობლივად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დროშა  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადგილობრივი პარტნიორების დროშებს შორის აღმართეს.
დასასრულს, რექტორმა სტუმრებს აკადემიის ინფრასტუქტურა გააცნო.
 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია